რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს. ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. რეკრუტებმა ფიცის დადების შემდეგ, ჯარისკაცის მრწამსიც წარმოთქვეს. ფიცის დადებას წინ უძღოდა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვით გაწვეულმა და საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულმა პირებმა გაიარეს.
დღეიდან ჯარისკაცები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.