რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

12:21, 29.11.2025

ახალქალაქში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. საკონტრაქტო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. საზეიმო ცერემონიალს, კურსის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. კურსის ფარგლებში მათ პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. ასევე შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება. დღეიდან რეკრუტები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

მსგავსი