რეკრუტების სამხედრო ფიცი

12:18, 16.05.2025

 მუხროვანში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში რვა თვის ვადით გაწვეულმა 97 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსი წარმოთქვეს და კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც დაესწრნენ.

დღეიდან ჯარისკაცები სპეციალური ოპერაციების სარდლობის სხვადასხვა მხარდამჭერ ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის პროცესში სამხედრო დისციპლინებში ცოდნას გაიღრმავებენ. რეკრუტებმა სამხედრო ტოპოგრაფია, პირველადი სამედიცინო დახმარება, კავშირგაბმულობა, საინჟინრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამწყობრო მომზადება გაიარეს და საბრძოლო თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს.

მსგავსი