რეკრეაციული სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი სივრცის, მოსასვენებელი პავილიონის და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. მოწესრიგდება ირგვლივ არსებული გამწვანებული ზონაც. ადგილზე დღეს კახა კალაძე იმყოფებოდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით ერთი მილიონი ლარია.