რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნა უკანონო შეღობვები. გასუფთავდა მწვანე საფარი. ამორტიზებული წყლის კოლექტორი შეიცვალა, ასევე მოეწყო საკანალიზაციო სისტემაც. პროექტის მიხედვით შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, სადაც იქნება საფეხმავლო ბილიკი, ცხოველთა სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები.