რეკრეაციული და გასართობი სივრცის მასშტაბური პროექტი თბილისში
თბილისს უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მასშტაბური ატრაქციონების პარკი ექნება.
საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია „ელდიპი“ პროექტის ტექნიკურ ეკონომიკურ ანალიზს ჩაატარებს. მეორე ეტაპი კონცეპტუალური დიზაინის შექმნას ითვალისწინებს. საუბარია თბილისის ზღვის ტერიტორიაზეა, სადაც გეგმის მიხედვით უპრეცედენტო მასშტაბის რეკრეაციული გასართობი სივრცე უნდა მოეწყოს. პარკი მოემსახურება როგორც თბილისის მცხოვრებლებს ისე უცხოელ ვიზიტორებს.