რეკორდული სიცხე ევროპაში 

ძლიერი სიცხის გამო, ესპანეთში სამი ადამიანი გარდაიცვალა.

„ფრანს პრესის“ ცნობით, სამივე შემთხვევაში მიზეზი გულის შეტევა გახდა. სპეციალისტების ინფორმაციით, პარასკევს ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია. რეკორდული სიცხეა საფრანგეთშიც, სადაც ატომურ ელექტროსადგურებს აჩერებენ. სიცხის გამო ატომურ რეაქტორებს ნახევარი სიმძლავრით ამუშავებენ გერმანიაშიც.

უკვე რამდენიმე დღეა, ევროპაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.