რეკორდული მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე 

კაპიტალის ბაზრის განვითარება ახალი ინსტრუმენტების გამოყენებით – ფინანსთა სამინისტრომ ისტორიაში პირველად, სახაზინო ფასიანი ქაღალდები, სინდიკაციის მეთოდით გამოუშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ უწყებამ, ობლიგაციები მიმოქცევაში სხვა კომპანიების თანამონაწილეობით გაუშვა. 400 მილიონი ლარის მოცულობის ქართულმა ფასიანმა ქაღალდებმა ინვესტორების საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია. მთლიანმა მოთხოვნამ მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4,5-ჯერ აღემატება. მთლიანი გამოშვების 65 % არარეზიდენტებზე გადანაწილდა, საიდანაც უმრავლესობას გაერთიანებული სამეფოს ინვესტორები შეადგენენ.

რაზე მიანიშნებს ქართულ ობლიგაციებზე დაფიქსირებული რეკორდული მოთხოვნა და როგორ აფასებს ფინანსთა სამინისტრო აუქციონის შედეგებს – მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ.