რეკომენდაციების შესრულების შეფასების დოკუმენტი

როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 პირობას. „ღია საზოგადოების“ ფონდის ინიციატივით რვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მეოთხე შეფასება წარადგინა. დოკუმენტში ასახულია ქვეყნის ხელისუფლების მიმდინარე წელს განხორციელებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი და გამოწვევები.

ანგარიშის მიხედვით, 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით პერიოდში სრულად შესრულებულია ერთი პირობა – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინება. დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა – ეს კი იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც დოკუმენტის მიხედვით, სრულად შესასრულებელია. დანარჩენი შვიდი რეკომენდაცია კი ავტორების თქმით, ნაწილობრივაა შესრულებული. ასევე აღინიშნა, რომ მედიათავისუფლების ნაწილში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალა, ეს პუნქტი გაუმჯობესდა, თუმცა ეს ფაქტი დოკუმენტში არ აისახა, რადგან კვლევა 15 ივნისამდე მომზადდა.