რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. შეფასებები არაერთგვაროვანია. დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა, ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები. სამუშაოების შესრულებისა და რეფორმების გატარების პროცესში ჩართული იქნება როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი.

გეგმა სამუშაო პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობას ითვალისწინებს.