რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, სამუშაო შეხვედრას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეხვედრა სამუშაო ფორმატისაა და მორიგი რაუნდია ცხრა პრიორიტეტზე დისკუსიისთვის.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ერთობლივ მუშაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ დაანონსებულ შეხვედრას დაესწრება, თუმცა, აღნიშნავს, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ მმართველი გუნდი ცხრა რეკომენდაციას შეასრულებს. მხარეთა პოზიციებს დეტალურად მანანა დევაძე გაგვაცნობს.