რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით

კითხვა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის დროს ყველა მოქალაქისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. როდის უნდა გამოვიყენოთ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები. თითქმის ყველა ქვეყანაში ამ საშუალებების დეფიციტია, ამიტომ მათ მიზნობრივად და სწორად მოხმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ ვირუსისგან დამცავი საშუალება მხოლოდ დახურულ სივრცეში, ისიც ბევრი ადამიანის თავშეყრის შემთხვევაში გამოვიყენოთ. ღია სივრცეში კი, მითუმეტეს სოციალური დისტანცირების დაცვის დროს, პირბადის გამოყენება საჭირო არ არის. მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, რა დროს და როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე და რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ის დაცვის ნაცვლად საფრთხის შემცველი.