რეკომენდაციები პროფესიული განათლების ცენტრებისთვის

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ პროფესიული განათლების კოლეჯებმა სწავლის განახლებამდე და გამოცდების ჩატარებამდე. მთავარი მოთხოვნები უცვლელია – თერმოსკრინინგი, ტერიტორიის სისტემატური დეზინფექცია და ორმეტრიანი დისტანცია მერხებს შორის.

ონლაინრეგისტრაცია 10 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ახალი ნაკადი კი საბოლოოდ გასაუბრების შედეგად შეირჩევა, რომლის დროსაც ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული. „კოვიდ-19“-ის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სამუშაო პროცესი განსხვავებულ რეჟიმში გრძელდება. ქვეყნის მაშტაბით არსებული პროფესიული განათლების კოლეჯები მომზადებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.