რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს

მომდევნო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსს მიაღწიოს, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ. რისკ-ჯგუფში ასაკოვნები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და მცირეწლოვნები არიან.

ექიმები მოსახლეობას ბევრი სითხის მიღებას და გარეთ გასვლისგან თავშეკავებას სთხოვენ. სპეციალისტები რუჯის მოყვარულებს დამწვრობის გაზრდილ რისკებზეც აფრთხილებენ.