რეკომენდაციები გამომძიებლებისთვის - პრეზენტაცია შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა, გამომძიებლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციის პრეზენტაცია გამართა. რეკომენდაციის მიზანია, გაიზარდოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ხარისხი და დაინერგოს სახელმძღვანელო პრინციპები.

დოკუმენტის შექმნის პროცესში, დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის საბჭოს ექსპერტებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ღონისძიებას, რომელიც მინისტრის მოადგილემ გახსნა, ევროპის საბჭოს, სახალხო დამცველის ოფისის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.