რეკომენდაციები ცხელი ზაფხულის პერიოდში

21:30, 22.08.2026

ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, შეზღუდოს მზეზე ყოფნა, განსაკუთრებით მზის პიკური აქტივობის პერიოდში – შუადღემდე ორი საათით ადრე და ორი საათის შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია დამცავი საშუალებების გამოყენება, მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და მისი განახლება ყოველ ორ საათში ერთხელ.

მსგავსი