რეკომენდაციები არაგადამდები დაავადებების პრევენციისთვის
არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი – ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ გულსისხლძაღვთა, ონკოლოგიური, დიაბეტის და ფილტვის ქრონიკული დაავადებების შედეგად გარდაცვალების მონაცემები საყურადღებოა. ექიმები სტატისტიკის შეცვლის და დაავადებების პრევენციის გზას ადრეულ დიაგნოსტიკაში და სკრინინგ პროგრამებში ჩართვაში ხედავს. აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების და ექიმების გადამზადების აუცილებლობაზეც. რეკომენდაციაა ცნობიერების ასამაღლებლად შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვაც.