საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ანკარაში პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება, – ინფორმაციას საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა ავრცელებს. მისივე თქმით, საზეიმო ღონისძიებებისთვის თურქეთის დედაქალაქში მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი ჩავა, მათ შორის იქნებიან როგორც რეგიონის ქვეყნების, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე შუა, ცენტრალური აზიისა და შორეული აზიის ქვეყნების პირველი პირები.