თურქეთში ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტები იგეგმება

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები თურქეთში ჩავლენ – მედიის ცნობით, გაიმართება ჯერ პუტინის, შემდეგ კი ზელენსკის ვიზიტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრებს უკრაინისა და რუსეთის ლიდერებთან ცალ-ცალკე გამართავს.

პუტინი თურქეთს ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ ეწვევა, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია. წინასწარ ცნობილია, რომ განხილული იქნება ომისა და მარცვლეულის დერეფნის საკითხები.

შეგახსენებთ, 3-4 ივნისს ახალარჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაცია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.