რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა. ოთხკვირიანი პროგრამა სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მუხროვანში გაიარა. სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გაიარეს პრაქტიკული მომზადება. კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის საწვრთნელ ცენტრში გაიმართა. მსმენელებს სერტიფიკატები და სამხრე ნიშნები გადაეცათ.