რეინჯერთა დღე საქართველოში

ადამიანები, რომლებიც ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს და უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს იცავენ. რეინჯერები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ.

თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს ოთხ სხვადასხვა ადგილზე ჩატარდა. ჩატარდა ტრადიციად ქცეული დაჯილდოების ცერემონიაც, რა დროსაც წლის რეინჯერები გამოავლინეს. ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა, ხანძრების პრევენცია თუ სტიქიასთან გამკლავება, სპეციალური ეკიპირებითა და ტექნიკით ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და ვიზიტორებისთვის დახმარების გაწევა რეინჯერების ყოველდღიური საქმიანობაა. პროფესიული მოვალეობის შესრულება მათ ხშირად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ.