რეინჯერების ანაზღაურება 40%-ით გაიზარდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების ანაზღაურება 40%-ით გაიზარდა. სააგენტოს ინფორმაციით, რეინჯერები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას და სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს რეინჯერების პროფესიული განვითარების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას.