რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ეს დეკემბრის შემდეგ უკვე მეოთხე შემთხვევაა. ადგილობრივმა პოლიციამ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა მეთევზეთა დასახლება გრინდავიკისკენ მიედინება, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ასევე, დაიხურა ცნობილი თერმული სპა „ცისფერი ლაგუნა“, რომელი ვულკანის მახლობლად მდებარეობს. დასახლებიდან ადგილობრივები ვულკანის წინა გააქტიურების დროსაც გაიყვანეს. იანვარში გრინდავიკში ლავამ რამდენიმე სახლი მთლიანად გაანადგურა. ისლანდიაში 30-ზე მეტი აქტიური ვულკანი მდებარეობს.