რეგულირების სააგენტოს მონიტორინგი

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გლდანის მე-18 პენიტენციური სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებს უკვე მეორე დღეა. საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. რეგულირების სააგენტოს მხრიდან ეს არის განმეორებითი შემოწმება და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, პირველ ეტაპზე განხორციელდა ზოგადი მონიტორინგი, ხოლო განმეორებითი მონიტორინგისას შემოწმდება ყველა დეტალი, რასაც სანებართვო პირობები ითვალისწინებს. დამატებითი კითხვების აღმოფხვრის მიზნით, სწორედ რეგულირების სააგენტოს მიერ მონიტორინგი ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით ხორციელდება. ჯერ წინასწარი დასკვნები ცნობილი არაა.