რეგულარული საჰაერო მიმოსვლა სლოვაკეთსა და საქართველოს შორის

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა-ქუთაისი-ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში სამჯერ ასრულებს, ხოლო მარტიდან მეოთხე სიხშირეს დაამატებს. პირველი რეისით ბრატისლავადან ქუთაისში 192 მგზავრი ჩამოფრინდა და 237 გაფრინდა.