რეგულარული ფრენების აღდგენა

პირველი თებერვლიდან აღდგება რეგულარული ფრენებიც. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური „პისიარ“ ტესტით და რვადღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი ტესტი ჩაიტარონ. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ ნეგატიური „პისიარ ტესტი“, 12-ის ნაცვლად, რვადღიანი იზოლაცია მოუწევთ. უცხო ქვეყნის ვიზიტორები კი, ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ქვეყანაში უპირობოდ შემოვლენ. მათ კი, ვინც აცრილი არ არის, ბოლო 72 საათში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს კიდევ ერთი კვლევა ჩაიტარონ.