რეგულარული ავიარეისები

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩაფრინდა, აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორი, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ორგანიზებულად საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება“, – როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განმარტავენ, აეროპორტი მზად არის, რეგულარული ავიარეისების მიღება „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს.