რეგულაციების დარღვევის ფაქტები

კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში რეგულაციების დარღვევის 811 ფაქტი გამოვლინდა. დაჯარიმდა 113 ფიზიკური პირი. მათ შორის ის მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო კი, 698 მოქალაქეს 20 ლარის გადახდა მოუწევს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

დატოვე კომენტარი