რეგულაციების დარღვევის ფაქტები

სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 675 ფაქტი გამოავლინეს. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 600 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.