რეგულაციების დარღვევის ფაქტები

გაფართოებული ტესტირებები პარალელურად, ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი ინტენსიურად გრძელდება. გასული 24 საათის მანძილზე, წესების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა. დაჯარიმდა 104 ფიზიკური პირი. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 20-ლარიანი სანქცია დაეკისრა 745 პირს, რომლებიც პირბადეს არ ატარებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.