რეგულაციები უცხოეთში დასაქმების შუამავალი კომპანიებისთვის

21:52, 06.04.2023

უცხოეთში დასაქმების სფერო კანონით დარეგულირდება.

შესაბამისი საშუამავლო სააგენტოების საქმიანობას სახელმწიფო გააკონტროლებს. დაგეგმილია რეგულაციების შემოღება, რაც პირველ რიგში სერთიფიცირების გავლას გულისხმობს. დღემდე უკონტროლო სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების ქვეშ მოქცევის მიზანი მოქალაქეთა შრომითი უფლებების დარღვევის თავიდან აცილებაა. ხშირია შემთხვევები, როცა კონკრეტული სააგენტოს მიერ შეთავაზებული პირობები, სამუშაო გარემო და ანაზღაურება რეალობას არ შეესაბამება. თუმცა, მოქალაქეებს ასეთ დროს საკუთარი უფლებების დაცვის ბერკეტები არ გააჩნიათ.

მსგავსი