რეგულაციები უცხოელი ტურისტებისთვის 

ვაქცინაციის გაფართოების და დაჩქარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტურისტების მოზიდვა და პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს აღდგენაა.

სახმელეთო და საჰაერო საზღვრები ღიაა ყველა ვიზიტორისთვის, რომელიც ქვეყანას ვაქცინის ორივე დოზის დამადასტურებელი საბუთით, ან „პისიარ“-კვლევის ნეგატიური პასუხით ესტუმრება. რეგულაციების შემსუბუქებამ და საკარანტინო რეჟიმის მხოლოდ ინდოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე შენარჩუნებამ უკვე მოახდინა გავლენა ტურისტების რაოდენობაზე და ფრენების სიხშირეზე – განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან. ტურისტების მზარდი ნაკადების მისაღებად და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების აღსრულების კონტროლი ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.