რეგულაციები ტაქსებისთვის

იგეგმება ცვლილებები სფეროში, რომელიც დღემდე არ რეგულირდებოდა.

თბილისის მერია დედაქალაქში ტაქსების სავალდებულო ლიცენზირებას აანონსებს. რეფორმა, სავარაუდოდ, რამდენიმეეტაპიანი იქნება. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირველ ეტაპზე მძღოლებს საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვების აღების და ტრაფარეტების ტარების ვალდებულება დაეკისრებათ.

შესაბამისი კანონპროექტის მომზადებამდე, თბილისის მთავრობაში ამბობენ, რომ რეფორმის მიზანი, კომფორტული სერვისის უზრუნველყოფა და მგზავრების უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვაა. თუმცა, ექსპერტების, მძღოლების და სატაქსო კომპანიების ნაწილი უკვე საუბრობს იმ რისკებზე, რომლებიც შესაძლოა ახალ რეგულაციებს მოჰყვეს. მათ შორისა არის მგზავრობის გაძვირება და უმუშევართა ზრდა.