ტაქსის მძღოლების ნაწილი თბილისის მერიის წინააღმდეგ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ოქტომბრიდან ასამოქმედებელ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან. საუბარია დედაქალაქის მთავრობის იმ მოთხოვნაზე, რომლის მიხედვით მკაცრად იქნება განსაზღვრული ტაქსის ფერი, ასევე აიკრძალება ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით მომსახურება.
სალომე სილაგაძე არკვევდა, წავა თუ არა მერია გარკვეულ დათმობებზე.