რეგულაციები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სპეციალური სამსახური შსს-ში   

პოლარიზაციის დაძლევის გზა, თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა – უკმაყოფილების და ვნებათაღელვის მიზეზი ხდება მმართველი გუნდის კიდევ ერთი გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დანაყოფი იქმნება. დაანონსებულმა სამმართველომ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი კამპანიები უნდა გააკონტროლოს და აგრესიის სამიზნე პირის საჩივრის გარეშეც მყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. რა იგულისხმება რეაგირებაში, დღეს არ დაკონკრეტებულა. პრაქტიკულად ახალი სამმართველო იმ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების ფუნქციას შეითავსებს, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ მიიღეს. ინიციატივას ხელისუფლება ხელოვნურად თავს მოხვეული პოლარიზაციის დაძლევის და აგრესიული რიტორიკისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების წახალისებასთან ბრძოლის არგუმენტით ამართლებს და პირობას დებს, რომ კრიტიკული პოზიციების გამოთქმის უფლება არ დაირღვევა,

საპირისპირო მოლოდინი აქვთ ოპონენტებს, რომლებიც გადაწყვეტილებას ბოლო პერიოდში მიღებული კანონების გაგრძელებად და თავისუფალი აზრის ჩახშობად აცხადებენ.

მხარეთა არაერთგვაროვანი პოზიციები ანა ბროლაძემ მოისმინა.