ქართულ ბაზარზე უხარისხო სათამაშოების რეალიზაცია აიკრძალება.
სფეროს, რომელიც კანონით საერთოდ არ რეგულირდება, მომავალი წლიდან მკაცრი რეგულაციებით გააკონტროლებენ. კერძოდ, შემოწმდება საქართველოში გასაყიდად შემოტანილი სათამაშო პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კონტროლის გამკაცრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ის საფრთხეებია, რომლებსაც სწორედ უხარისხო სათამაშოების გამოყენება ქმნის.
ექიმები პირველ რიგში ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებენ და ერთ-ერთ წყაროდ სწორედ დაბალი ხარისხის სათამაშოებს მიიჩნევენ.