რეგულაციები სამშობიარო სახლებისთვის

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი – ჯანდაცვის სამინისტრომ 15 მსხვილი სამშობიარო დააჯარიმა.

მიზეზი სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელია. სამშობიაროებშიც ადასტურებენ, რომ, რისკების შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, ხშირ შემთხვავაში პაციენტის გადარწმუნება უჭირთ. ამიტომ იძულებულები ხდებიან, საკეისრო კვეთა ყოველგვარი ჩვენების გარეშე ჩაატარონ.

არაოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2017 წელს დაწესებული ჯარიმები სიტუაციას ჯერ ვერ ცვლის.