რეგულაციები სამარშრუტო ტაქსებზე 

ავტობუსების შემდეგ თბილისის მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებასაც იწყებს.

ვიცე-მერმა შესაბამის კომპანიასთან ერთად ტრანსპორტის ჩანაცვლების გეგმა უნდა წარმოადგინოს. სამარშრუტო ტაქსების ტექნიკურ გაუმართობას და ზოგ შემთხვევაში ამორტიზებას თბილისის მიკროავტობუსშიც ადასტურებენ, რომელიც დედაქალაქში 2-წლიანი ლიცენზიით 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მიკროავტობუსების ჩანაცვლებისთვის მზად არის. ახლა მთავარი კითხვაა, აისახება თუ არა პარკის განახლება მგზავრობის ტარიფზე, რომელიც დღეს 80 თეთრს შეადგენს.

დატოვე კომენტარი