რეგულაციები პოლიეთილენის პარკებზე

პროექტი, რომელიც საქართველოში 2017 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. საუბარია პოლიეთილენის მოხმარების შემცირებაზე. ამ მიზნით, ევროკავშირმა რეგულაცია ჯერ კიდევ 2015 წელს  შეიმუშავა.

გეგმა 2025 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკის პარკების 40-მდე შემცირებას ითვალისწინებს. რამდენიმე ევროპული ქვეყანა სტანდარტებს უკვე სრულად აკმაყოფილებს. დანიაში ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 4 პარკი მოიხმარება, ირლანდიაში 14, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი წლის განმავლობაში 470 -ს აღწევს.

პრობლემა, რომელიც პირდაპირ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. რა სახის რეგულაციების ამოქმედება იგეგმება პოლიეთილენის პარკებზე – მარიამ აფციაური თემის დეტალებით.