რეგულაციები პლასტმასის ბოთლების წარმოებასა და გამოყენებაზე
ახალი რეგულაციები პლასტმასის პროდუქციაზე. დანა-ჩანგლების და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შემდეგ, მთავრობის შესაბამისი დადგენილება უკვე პლასტმასის ბოთლებზე გავრცელდება. ივლისიდან მათი გამოყენება აეკრძალებათ რესტორნებსა და სასტუმროებს, მომავალი წლიდან კი ამ პროდუქციის იმპორტი და რეალიზაციაც აღარ იქნება ნებადართული. რეგულაციების მიზეზად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი რისკები სახელდება. არსებობს არაერთი კვლევა, რომელთა მიხედვით პლასტმასის ბოთლები ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. მომავალში შეზღუდვები პლასტმასის სხვა პროდუქციასაც შეეხება.
გვანცა ცისკაძის რეპორტაჟი.