რეგულაციები მედიკამენტების კვლევებისთვის

სწორედ წამლებს უკავშირდება შეზღუდვა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

საქართველოში მოქმედ კლინიკებს შესაძლოა ახალი რეგულაცია დაუწესონ.  საუბარია იმ საავადმყოფოებზე, სადაც საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიები ახალ მედიკამენტებს მოქალაქეებზე ცდიან. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში აიკრძალება იმ წამლების გამოცდა, რომელთა ეფექტურობა ადამიანებზე ჯერ არ შეუმოწმებიათ. ცვლილებების მიხედვით, კლინიკური კვლევის დაწყებამდე  დამკვეთი ასევე ვალდებული იქნება, კვლევის რისკები დააზღვიოს. იგულისხმება გართულების შემთხვევაში ექსპერიმენტში ჩართული მოქალაქის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება.