რეგულაციები მარიხუანის მოხმარებაზე

პარლამენტი მარიხუანას მოხმარების რეგლამენტირებაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განსახილველად ემზადება. ინიციატივის დეტალები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებზე დეპუტატებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. ამ ცვლილებებით,  მარიხუანის მოხმარებაზე პასუხისმგებლობის კონკრეტული ნორმები ზუსტდება.

პლენარულ სესიაზე საკითხი სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლომდე გავა.