რეგულაციები მარიხუანას მოხმარებაზე

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილების აღსრულებას იწყებს,  თუმცა მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს, რადგან დეპუტატებს არაერთი შენიშვნა აქვთ. კანონმდებლები თანხმდებიან, რომ მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული, თუმცა დაანონსებული რეგულაციები ოპოზიციის ნაწილს გადაჭარბებულად მიაჩნია.

თუ კანონპროექტი არსებული ვერსიით დამტკიცდება, მარიხუანას მოწევა მხოლოდ საცხოვრებელ სახლში იქნება ნებადართული. დაწესდება ასაკობრივი ზღვარი, ასევე პროფესიული შეზღუდვები. შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა ტიპის ჯარიმა გააუქმა.