რეგულაციები კიბერთაღლითებისგან თავის დასაცავად

21:39, 16.04.2026

გაზრდილი კონტროლი საგადასახადო მომსახურების დროს – 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის საფინანსო ორგანიზაციებმა სპეციალური ზომები უნდა მიიღონ.

კერძოდ, ბანკებმა  დროებით უნდა შეაჩერონ ან საერთოდ უარი თქვან  მომხმარებლის მიერ რისკიანი საბარათე ოპერაციის შესრულებაზე. ასეთ ოპერაციად ჩაითვლება 500 ლარზე მეტი თანხის გადარიცხვა და თაღლითობის მაღალი რისკის საქმიანობებთან დაკავშირებული გადარიცხვები. მათ შორის იგულისხმება ონლაინ ვაჭრობა და ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული გადახდები. მსგავსი ოპერაციების შესასრულებლად საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მომხმარებლებს 48-საათი ექნებათ. ეროვნული ბანკის გამკაცრებული რეგულაციის მიზანი შესაძლო ფინანსური თაღლითობის პრევენცია და მსგავსი საფრთხეებისგან 60 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვაა.

მსგავსი