რეგულაციები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად  

საწარმოების კონტროლი მკაცრდება.

ჰაერის დაბინძურებისთვის ქარხნები სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან. საწარმოების მფლობელები ასევე ვალდებული იქნებიან, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შესამცირებლად შენობებში სპეციალური სისტემა დაამონტაჟონ. კანონში მოსალოდნელი ცვლილებების ადრესატები უკვე ინფორმირებულები არიან, თუმცა რეაქციები არაერთგვაროვანია. ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემებიც აჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურების ხარისხი დასაშვებ ნორმას ყველაზე მეტად იმ ქალაქებში აჭარბებს, სადაც მსხვილი საწარმოებია განლაგებული.