რეგულაციები ექსკურსიებისთვის

გახშირებული უბედური შემთხვევების ფონზე, სკოლებისთვის ახალი შეზღუდვა წესდება – ექსკურსების დროს, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდება. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცევა ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ან მშობლების ჯგუფი ექსკურსიისთვის დაიქირავებს. განათლების სამინისტროში არ უარყოფენ, რომ სასკოლო ექსკურსიების უსაფრთხოებისთვის სამი წლის წინ გაწერილი სტანდარტები და ნორმები პრაქტიკულად არ მოქმედებს. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, გენო ოსიყმაშვილმა ავარიებით დასრულებული ექსკურსიების მძიმე სტატისტიკას გადახედა.