რეგულაციები დევნილების მხრიდან საცხოვრებლებში შეჭრის ფაქტებზე

რეგულაციები დევნილი ოჯახების მხრიდან საცხოვრებლებში შეჭრის ფაქტებზე. ჯანდაცვის სამინისტროში საკითხის დეტალებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც თვითნებურად უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა მოხდება და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე.