რეგულაციები ცხოველთა მეპატრონეებისთვის 

21:50, 25.09.2025

იანვრიდან შინაური ცხოველების პატრონებისთვის ახალი რეგულაციების ნაწილი ამოქმედდება.

ვალდებულება ხდება ერთიანი ბაზის შესაქმნელად ძაღლების და კატების ელექტრონული რეგისტრაცია, რაც სხვა პროცედურებთან ერთად ჩიპირებასაც მოითხოვს. აღრიცხვის პროცესში ხარვეზების გამოსარიცხად კარდაკარ სიარული დაწყებულია. მოქალაქეებს მოსალოდნელ ჯარიმებზე აფრთხილებენ და რეგისტრაციის პროცედურებს აცნობენ. კანონში შესული ცვლილებები შინაური ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციასაც ითვალისწინებს – კანონის ეს ნაწილი მოგვიანებით ამოქმედდება. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები ხმაურიანი განხილვების შემდეგ დამტკიცდა.

მსგავსი