რეგულაციები ავიაგადამზიდველებისთვის

მოქალაქეთა დამატებითი პერსონალური მონაცემები ძალოვანი უწყებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

მთავრობის დადგენილებით, პირველი ივნისიდან ამ მონაცემებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მგზავრის გაფრენამდე ორი დღით ადრე და გაფრენის შემდეგ ავიაკომპანიებისგან მიიღებს.

ამ გზით და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით ხელისუფლება ტერორიზმთან და უკანონო მიგრაციასთან გეგმავს ბრძოლას.

ინფორმაციის მიღების შემდეგ კონკრეტულ მონაცემებს სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო დაამუშავებს.

ახალი რეგულაციის მიმართ მესამე სექტორში კითხვები აქვთ.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, რამდენად დაცული იქნება მოქალაქის პერსონალური ინფორმაცია.