რეგულაცია ავტომობილების იმპორტზე – მთავრობის გადაწყვეტილება
2020-წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ნაცვლად, მათი განბაჟების ტარიფი იზრდება. შესაბამისი კორექტირება მთავრობის მიერ 12 თებერვალს მიღებულ დადგენილებაში შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის პირველი აპრილიდან, მსურველი 6 წელზე მეტი წლოვანების მსუბუქი ავტომობილის საქართველოში იმპორტირებას ისევ შეძლებს, თუმცა რამდენჯერმე გაზრდილ გადასახადს გადაიხდის. თუ ამ დრომდე, ექვს წელზე ძველი ავტომობილის განბაჟების ტარიფი სიძველის მიხედვით, ძრავის მოცულობიდან გამომდინარე 80 თეთრიდან, ორ ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობდა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ეს ტარიფი 4 ლარნახევარი იქნება.
რა არგუმენტებით ხსნის მთავრობა შეცვლილ გადაწყვეტილებას – ამას შალვა სუმბაძე გვეტყვის.